fbpx
საბერძნეთი

ვაქცინირებულ ხალხს მოგზაურობისას კარანტინი და ტესტი აღარ დასჭირდება – რა იცვლება 2021 წელს?!

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა განაცხადა, რომ 2021 წელი საბერძნეთისთვის ბევრი დადებითი ცვლილების მომტანი იქნება. საუბარია ტურისტების შემოდინებაზე და როგორც მინისტრი ამბობს, ხალხმა უკვე დაიწყო საკუთარი მოგზაურობის დაგეგმვა და საბერძნეთი 5 ყველაზე პოპულარულ ქვეყანას შორის არის ამ მხრივ.

“მათ, ვისაც ვაქცინაცია ჩაუტარდება, აღარ დასჭირდებათ მოგზაურობისას კარანტინის გავლა და ტესტის გაკეთება. საჭირო იქნება მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა, რომელიც ადასტურებს, რომ მგზავრს გაკეთებული აქვს ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ. ამ საბუთს ევროპის ქვეყნების უმეტესობა მოითხოვს.

რაც შეეხება მათ, ვისაც ვაქცინა არ ექნებათ გაკეთებული, გავრცელდება კონტროლის სხვა საშუალებები საზღვრებზე. ამის შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა, ეს შეიძლება იყოს ისევ და ისევ კარანტინის პირობები, ტესტი და ა.შ.

ფაქტია, რომ ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირების შანსი გაცილებით ნაკლებია და ამიტომ, ისინი არ გახდებიან ზედმეტი შემოწმებებისა და კონტროლის ობიექტები საზღვრებზე. 

ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინაციის მიმდინარეობის კურსზე არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. უნდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ვაქცინასთან ერთად ხელთ გვაქვს სწრაფი ტესტები, რომლებიც საკმაოდ იაფია, მომავალი წლიდან ნაკლები დაბრკოლებები გვექნება.

2021 წლიდან ეკონომიკის ამუშავება მოხდება, მაგრამ ნელ-ნელა და ეტაპობრივად. ვირუსისგან სწორედ ასე გავთავისუფლდებით. თუკი მეორე სეზონიც ისე ჩავარდა, როგორც პანდემიის პირველ წელს, ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. ათასობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანი ელოდება, რომ 2021 წელი იქნება წელი, როდესაც კვლავ დადგებიან ფეხზე,” ამბობს თეოხარისი.

 

onalem

ტესტ