fbpx
კატეგორიის გარეშე

“ერისიონი” საბერძნეთში, 9 ივლისს ჩამოდის!

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ბერძნული მუსიკალური ფესტივალის „ოლიმპოსის“ თანამშრომლობით, 2023 წლის 9 ივლისს ქალაქ კატერინში კონცერტს გამართავს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი!“
“ოლიმპოსის” წლევანდელი ფესტივალი ოქროს დისკის მფლობელის, ლეგენდარული ანსამბლის „ერისიონის“ შთამბეჭდავი წარმოდგენით გაიხსნება, რომელმაც მსოფლიო განაცვიფრა და აალაპარაკა.
NASA–ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი “ჩაკრულო“ სწორედ “ერისიონის“ წევრების მიერ არის შესრულებული.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
– საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,
– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
– საბერძნეთში საქართველოს საელჩო.
გელით ყველას ქართული ქორეოგრაფიის და პოლიფონიის დაუვიწყარ საღამოზე.
9 ივლისს, 21:00 საათზე, კატერინის ცენტრალური პარკის ღია ამფითეატრში (Katerini 601 00).
დასწრება თავისუფალია.

onalem

ტესტ