fbpx
საბერძნეთი

AEGEAN-ის ათენისკენ მომავალ თვითმფრინავში მგზავრმა ყურანის ხმამაღლა კითხვა დაიწყო და ხალხის დახოცვით იმუქრებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ავიაკომპანია AEGEAN-ის ხომალდზე მოხდა, რომელიც რეისს ათენის მიმართულებით ასრულებდა.

როდესაც თვითმფრინავი პარიზის აეროპორტიდან აფრინდა, დაახლოებით 10 წუთში ერთ-ერთი მგზავრი წამოდგა, ყურანიდან გარკვეული მონაკვეთების ხმამაღლა კითხვა დაიწყო და საეჭვოდ იქცეოდა. როდესაც ეკიპაჟის წევრებმა მასთან მიახლოვება სცადეს, მან ხმას კიდევ უფრო აუწია და იმუქრებოდა, რომ დახოცავდა მათ.

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი გარკვეულ მომენტში კონტროლს არ ექვემდებარებოდა, ეკიპაჟმა მოახერხა, რომ ინციდენტს პროფესიონალურად გამკლავებოდა, პილოტმა კი, ათენის აეროპორტს შეატყობინა, რომ პოლიციის დახვედრა იქნებოდა საჭირო.

როდესაც ხომალდი ათენში დაჯდა, ყველა მგზავრმა მშვიდობიანად ჩამოვიდა, ხოლო ქაოსის გამომწვევი მამაკაცი პოლიციამ დააკავა.

onalem

ტესტ