fbpx
საბერძნეთი

თაღლითობის მსხვერპლი ტურისტები ათენის ცენტრში: ერთი ბოთლი წყალი 2 ევროდ

ათენში ტემპერატურა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ტურიზმი კი თავის ზენიტშია, რაც ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის ცენტრში უამრავი ტურისტი იყრის თავს, აკროპოლისა და სხვა ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად.

სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ხდება თაღლითობის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ, რომ ტურისტები არიან. ტელეკომპანია Alpha-ს კამერასთან მათ თავად ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აკროპოლის ქვემოთ მდებარე მაღაზიებში სხვადასხვა პროდუქტებს სამჯერ და ოთხჯერ მეტ ფასად ყიდულობენ, ვიდრე რეალურად ღირს.

მაგალითისთვის ერთ ბოთლ წყალში, რომელიც 0,50 ევრო ღირს, ტურისტები 2 ევროს იხდიან, ხოლო ერთი ქალბატონის თქმით, ორ წვენში 14,50 ევრო გადაიხადა.

არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ტურისტებს ეუბნებიან, რომ აქვთ წყალი, მაგრამ ცივი არ არის და სთავაზობენ ისეთ სასმელებს, რომლებიც ცივი აქვთ, მაგრამ 4 ან 5 ევრო ღირს. როგორც ჩანს, საბერძნეთის დედაქალაქი ტურისტების ნაწილისთვის არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებად დარჩება.

onalem

ტესტ