fbpx
საბერძნეთი

“მამამისის მსგავსად, მისი მკვლელობაც იყო შეკვეთილი” – გარემოებები მარიტა აგელოპულუს ოჯახის გარშემო

ეგიოს საზოგადოება შეძრულია მარიტა აგელოპულუს ამბით, რომელიც თავის სახლში დღეს დილით იპოვეს გარდაცვლილი. ის კონტაქტზე შაბათის შემდეგ აღარ გამოდიოდა და საბოლოოდ, ოჯახის წევრებმა საკეტების სპეციალისტის დახმარებით გადაწყვიტეს სახლში შესვლა. სამწუხაროდ, აგელოპულუ უკვე გარდაცვლილი იყო და ვეღარაფრის გაკეთება ვერ შეძლეს.

ახალაგზრდა ქალის მამა მათემატიკის მასწავლებელი იყო, ის 2011 წელს საკუთარი სახლის წინ მოკლეს, როდესაც უკან ბრუნდებოდა. დამნაშავეებმა მოგვიანებით აღიარეს, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო და ამაში თანხა აიღეს. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამის მსგავსად, შეკვეთილი იყო მარიტას მკვლელობაც. ვიდრე მის მამას სასტიკად გაუსწორდებოდნენ, რამდენიმე თვით ადრე მარიტა აგელოპულუს მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს, რომელიც გამთენიისას აფეთქდა. მაშინ ქალი არ დაშავებულა.

მიუხედავად ყველაფრისა, ამჟამად არსებული ცნობებით, ქალის სიკვდილი პათოლოგიური მიზეზებით აიხსნება, თუმცა, დაგეგმილია ექსპერტიზა ოფიციალური შედეგებისთვის.

მარიტა აგელოპულუ ძმასთან ერთად

onalem

ტესტ