fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ოთხი ხანძრის გაჩენის ბრალდებით 62 წლის მამაკაცი დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ევიაში, ალივერის ტერიტორიაზე, 62 წლის მამაკაცი ხანძრის გაჩენის ბრალდებით დააკავეს.

როგორც უკვე ცნობილია, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძრის 4 კერა და მეხანძრე-მაშველები სხვადასხვა ადგილებში დიდი ძალისხმებით ებრძოდნენ ცეცხლს. საბედნიეროდ, მათ მალევე შეძლეს ოთხივე კერის კონტროლის არეში მოქცევა.

არსებული ცნობებით, 62 წლის მამაკაცი აღნიშნულ ადგილებში მოტოციკლით მოძრაობდა და გზის პირას ცეცხლს აჩენდა.

დაკავებულმა საკუთარი ქმედებები უკვე აღიარა, მას შესაბამისი მუხლით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ