fbpx
საბერძნეთი

დრამატული კადრები კრეცენადან – დამწვარი სახლები და განადგურებული ბუნებრივი გარემო

ლესვოს გარდა, დრამატული კადრები ვრცელდება ილიას ტერიტორიიდან, კერძოდ კი, კრეცენადან, სადაც ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მოედო, გაანადგურა სახლები, მანქანები და დიდი ზიანი მიაყენა ბუნებრივ გარემოს.

ბოლო 24 საათის მანძილზე სახანძრო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით 141 ხანძარს ებრძვის, ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა ფიქსირდება ევროსზე, კრეცენასა და ლესვოსზე.

გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთში გუშინდელი დღიდან ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია და ზოგან გადააჭარბა კიდეც და ამ ყველაფერს ემატება ძლიერი ქარიც, სახანძრო სამსახური შიშობს, რომ ცეცხლის კერები ისევ გაღვივდება. სწორედ ამიტომ მაქსიმალური ძალებით მუშაობენ პრევენციისთვის.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ