fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში მამაკაცებს უფრო მეტ ხელფასს არ უნდა უხდიდნენ, ვიდრე ქალებს” – საბერძნეთის პრემიერი თანხების სხვაობაზე

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, კატერინა კენურიუსთან ინტერვიუში სოციალურ საკითხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სხვაობას, ხელფასების რაოდენობასთან დაკავშირებით ქალებსა და მამაკაცებს შორის. ცხადია, ეს მხოლოდ ბერძნული ფენომენი არ არის, თუმცა, პრემიერი თავის ქვეყანაში აპირებს ამ საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან აღნიშნულს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.

“ძალიან მიხარია, რომ ვხედავ ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც დგამენ ნაბიჯს, საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. ჩვენ უკვე მრავალი ბიზნეს ისტორია გვაქვს, წამოწყებული ქალბატონების მიერ, რომლებიც არღვევენ ათწლეულების ტაბუს.

ძალიან მინდა, რომ მეტი ქალი კოლეგა მყავდეს და მომდევნო მინისტრთა კაბინეტს მეტი ქალი წარმომადგენელი ეყოლება, იგივეს ვისურვებდი პარლამენტშიც, თუმცა, ამას უკვე ამომრჩეველი წყვეტს და არა ჩვენ. მინდა გავაკეთო მინიშნება იმაზეც, რომ ქალებსა და მამაკაცებს თანასწორი მოპყრობის პოლიტიკა ჰქონდეთ, იგულისხმება ხელფასების რაოდენობაც.

მინდა, რომ დაიხუროს ეს საკითხი, დაიხუროს ხელფასების სხვაობის საკითხი ქალებსა და მამაკაცებს შორის. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს კანონით ვერ მიაღწევ,” განაცხადა პრემიერმა.

როგორც მიცოტაკის წინა ინტერვიუებშიც აქვს ნათქვამი, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, თუკი მისი პარტია მთავრობაში კვლავ დარჩება, მთავარი მიზანი ხელფასების კიდევ უფრო გაზრდა იქნება და საშუალო ხელფასის 1,500 ევროზე დასტაბილურებას ისახავს მიზნად.

onalem

ტესტ