fbpx
საბერძნეთი

კვლავ აფრიკული მტვერი და ტალახიანი წვიმა საბერძნეთში – ტემპერატურა 25 გრადუსამდე აიწევს

ამინდის არასტაბილურობა, როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური პროგნოზირებს, მიმდინარე კვირაშიც შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია ნალექი, ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება და 25 გრადუსს მიაღწევს.

მიმდინარე დღეებში მოსალოდნელია აფრიკული მტვრის მაღალი ინტენსივობა, შესაბამისად, ნალექი, რომელიც მოვა, ტალახიანი იქნება. ფენომენი ყველაზე აქტიური იქნება იონიის ზღვის კუნძულებზე, ასევე, დასავლეთ მაკედონიასა და თრაკიში.

იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, 3-5 ბალის სიძლიერის, ხოლო სამხრეთ ეგეოსის ტერიტორიაზე 6 ბალამდე გაძლიერდება. ტემპერატურა შესამჩნევად არ შეიცვლება და დაფიქსირდება 21-დან 23 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საბერძნეთში კი, 24-დან 25 გრადუსამდე.

რაც შეეხება კვირას, არჩევნების დღეს, ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და ასევე, მოსალოდნელია ტალახიანი პერიოდული წვიმა.

onalem

ტესტ