fbpx
საბერძნეთი

“სახლში შევედი და დავინახე, რომ პიტბული ჩემს ცოლს გლეჯდა” – ვოლოსში ძაღლმა გარდაცვლილი პატრონი დაგლიჯა

დღეს დილით მომხდარმა ამბავმა ვოლოსის საზოგადოება შეძრა. მედიასთან საუბრობს მამაკაცი, რომელსაც ცოლი გარდაეცვალა, სახლში მისულს კი საზარელი სურათი დახვდა.

კერძოდ, საუბარია ქალზე, რომელსაც გულის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. დღეს დაახლოებით 11:00 საათზე ქალმა გონება დაკარგა და სამზარეულოში იატაკზე დაეცა. სავარაუდოდ, მას გულის შეტევა დაემართა და ადგილზე დაიღუპა. ამ დროს მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა.

პირველადი ცნობებით, ოჯახს პიტბული ჰყავდა, რომელმაც, როგორც კი გააცნობიერა, რომ პატრონი გარდაცვლილი იყო, მისი სხეულის გლეჯა დაიწყო.

როცა ქალის მეუღლე სახლში დაბრუნდა, დაინახა იატაკზე მწოლიარე ცოლი და ძაღლი, რომელიც თავზე ედგა და ნაწილებად გლეჯდა. ის პანიკურ მდგომარეობაში ჩავარდა და მაშინვე დარეკა სასწრაფო დახმარების ცენტრში, თუმცა, მოგვიანებით ქალის სიკვდილი დადასტურდა.

როგორც ირკვევა, ძაღლმა ქალს ყველაზე მეტად სახე და ყელი დაუზიანა, თუმცა, დაზიანებები სხეულის ყველა ნაწილზე აღენიშნებოდა.

onalem

ტესტ