fbpx
საბერძნეთი

“მეორე თავი გამომივიდა” – საბერძნეთში ემიგრანტების გადმოყვანისთვის დაკავებული პატიმარი დახმარებას ითხოვს

ნიგრიტას ციხეში მყოფი პატიმრის შესახებ მძიმე კადრები ვრცელდება. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საბერძნეთში 2015 წელს დააკავეს, როდესაც სირიელი ემიგრანტები უკანონოდ შემოჰყავდა. მისი ერთადერთი თხოვნა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება და ოპერაციის გაკეთებაა, რადგან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს.

კერძოდ, ბულგარეთის მოქალაქე, რუმენ როსტისლავოვი, 2015 წლის 3 ოქტომბერს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მცირე ზომის ავტობუსით, სირიელი ემიგრანტების გადმოყვანისას დააკავეს და როგორც ამბობს, პოლიციის ოფიცრები განსაკუთრებული სისასტიკით მოექცნენ და თავის უკანა ნაწილში იარაღს ურტყამდნენ.

როგორც ირკვევა ამ ინციდენტის შემდეგ მას თავზე მცირე ზომის წარმონაქმნი გამოუვიდა, თუმცა, მისი დანახვა არ შეეძლო, რადგან არც სარკე ჰქონდა და თავის უკანა არის დანახვა არ შეეძლო. მან, ვიდრე განაჩენს გამოუტანდნენ, საავადმყოფოში წასვლა ითხოვა, სადაც მთარგმნელის გარეშე გაუშვეს და ექიმის ერთი სიტყვაც ვერ გაიგო, რადგან თავად ბერძნულად არ საუბრობდა. თუმცა, სავარაუდოდ, უთხრეს, რომ მას თავზე კისტა ჰქონდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ექიმი რუსულად საუბრობდა და მასთან კომუნიკაცია შეძლო. მისი საბოლოო პასუხი კი ის იყო, რომ ეს პრობლემა მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნიდა. პატიმარი მხოლოდ ხელით გასინჯეს და საფუძვლიანი გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ.

მოგვიანებით ბულგარეთის მოქალაქემ შიმშილობა გამოაცხადა და პოლიციის მხრიდან ცემის ფაქტს აპროტესტებდა. როგორც ირკვევა, გამოჩენილი უყურადღებობის გამო მამაკაცს თავზე წარმონაქმნი გაეზარდა და როგორც თავად ამბობს, ახლა “მეორე თავი აქვს გამოსული.”

ის ითხოვს, რომ დააბრუნონ ბულგარეთში და ჩაუტარდეს ქირურგიული ჩარევა, პარალელურად კი მისმა მეუღლემ და სამმა შვილმა მისი გვერდში დგომა შეძლონ. ისინი როსტისლავოვს უკვე წლებია არ უნახავს.

onalem

ტესტ