fbpx
საბერძნეთი

ატიკა: დაშავებულმა ირემმა თავი ადგილობრივი მამაკაცის ეზოს შეაფარა – მას მკურნალობა უტარდება

გავრცელებული ინფორმაციით, ატიკის რეგიონში, კერძოდ, იპოკრატიო პოლიტიას ტერიტორიაზე, მამაკაცმა საკუთარი სახლის ეზოში ირემი შენიშნა. რამდენიმე ხანში მიხვდა, რომ მის ეზოში უბრალოდ არ სეირნობდა და დაშავებული იყო. ის მაშინვე დაუკავშირდა სატყეო სამსახურს, რომელმაც თავის მხრივ, აცნობა გარეული ცხოველების დაცვისა და მოვლის ასოციაციას.

როგორც ირკვევა, ადგილზე მივიდა ვეტერინარი და ირემს ანესთეზია გაუკეთდა, რათა სისხლი აეღოთ, შესაბამისი ანალიზების ჩასატარებლად. ფაქტობრივად, ირემს ჩაუტარდება სრული გამოკვლევა, რათა დადგინდეს, ზუსტად რა პრობლემები აქვს მას და რეაბილიტაციის კურსიც დაიგეგმოს.

როგორც სახლის მეპატრონე ამბობს, ის რამდენიმე დღის მანძილზე მიოდოდა ხოლმე მიმდებარე ტერიტორიაზე და ეზოში მცენარეებს ჭამდა, თავდაპირველად ეს ფაქტი ჩვეულებრივად მიიღო, მაგრამ მალევე შენიშნა, რომ მარცხენა ფეხის სახსარი უკიდურესად შეშუპებული ჰქონდა.

ამჟამად აკვირდებიან, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი და მიიღებენ შესაბამის ზომებს, საჭიროების შემთხვევაში.

onalem

ტესტ