fbpx
საბერძნეთი

საგანგებო მდგომარეობა ათენში ხუთშაბათს – 6.000 პოლიციელი ქუჩებში და დრონები მეტი კონტროლისთვის

როგორც ყოველ წელს, 2022 წლის 17 ნოემბერსაც, ათენში საგანგებო მდგომარეობა იქნება. “პოლიტეხნიოს” დღეს საბერძნეთის პოლიცია საგანგებო რეჟმში იმუშავებს და მთელი ათენის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაზრილი იქნება.

როგორც ირკვევა, საერთო ჯამში მობილიზებული იქნება 6.000-მდე პოლიციელი, ყველა დანაყოფიდან, ამას გარდა, იმუშავებენ დრონები, რათა პოლიციას ჰქონდეს მკაფიო სურათი დიდი სიმაღლიდანაც, მიმდინარე მოვლენების შესახებ.

როგორც მედია იუწყება, პოლიცია უსაფრთხოების ზომებს გაზრდის ხვალიდანვე ანუ სამი დღის მანძილზე განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ, თუმცა, ოფიცრების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა კონკრეტულად 17 ნოემბერს მობილიზდება.

ვიდრე მსვლელობა დაიწყება, პოლიციის კონტროლს გაივლიან ადამიანები, რომლებსაც ისინი საეჭვოდ ჩათვლიან.

onalem

ტესტ