fbpx
საბერძნეთი

თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ემიგრანტს ესროლეს – სერიოზული ინციდენტი ევროსზე

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროსის ტერიტორიაზე სერიოზული ინციდენტი დაფიქსირდა. ირკვევა, რომ პოლიციის ოფიცრებმა იპოვეს ემიგრანტი მამაკაცი, რომელსაც ტყვიით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის სოფელ ხიმონიოსთან ახლოს ნახეს, საბერძნეთამდე კი ევროსის გავლით შემოაღწია.

ბერძნული მხარე გამორიცხავს, რომ მამაკაცს ცეცხლი საბერძნეთის სასაზღვრო დაცვამ გაუხსნა და არსებობს ვარაუდი, რომ ის ან თურქულმა სასაზღვრო დაცვამ ან მათ დაჭრეს, ვინც ის იქამდე მიიყვანა, ანუ ე.წ. ტრეფიკერებმა.

ბერძნებმა ის სასწრაფოდ დიდიმოტიხოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი სირიის მოქალაქეა და ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

(უცნობია, მოცემული ფოტო შეესაბამება რეალობას თუ ბერძნულმა მედიამ პირობითად გამოიყენა).

onalem

ტესტ