fbpx
საბერძნეთი

დღეს საგანგებო შეხვედრა მთავრობასა და ექსპერტებს შორის – ახალი წელი და კრიტიკული რიცხვები

როგორც უკვე ცნობილია, დღეს, 29 დეკემბერს, დაგეგმილია საგანგებო შეხვედრა ექსპერტთა საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენელთა შორის. საბერძნეთში არსებული ვითარება მოითხოვს, დაუყოვნებლივ შევიდეს ძალაში ახალი შეზღუდვები, რადგან გუშინ გამოვლინდა 21.000-სზე მეტი ინფიცირებული.

როგორც ირკვევა, მიცოტაკი გეგმავს, რომ შემზღუდველი ზომები ახალ წლამდე ამოქმედდეს, რადგან 31 დეკემბრის ღამე კიდევ ერთი კრიტიკული ფაქტორია, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით.

მეორეს მხრივ, სხვადასხვა გასართობი დაწესებულებების მეპატრონეები აცხადებენ, რომ მათთვის აკრძალვები კატასტროფა იქნება, ვინაიდან სწორედ დღესასწაულებს ელოდებოდნენ, რომ ელექტრო ენერგიის უზარმაზარი საფასური გადაეხადათ. ამ ყველაფერს გამოხმაურება მოჰყვა მომღერალთა მხრიდანაც, რომელთა ნაწილიც ამბობს, რომ თუ ახალი წლისთვის ღამის კლუბები დაიკეტება, მათაც და უამრავ სხვა თანამშრომელს ეს ძალიან ძვირად დაუჯდებათ.

დღეს, 12:00 საათის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ გავრცელდეს ინფორმაცია, როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში, აკრძალვების კუთხით.

 

onalem

ტესტ