fbpx
საბერძნეთი

თანამშრომლების საჩივრები მეტროს 1-ლი ხაზის მატარებლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

ტემპის ტრაგედიის შემდეგ საბერძნეთში ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. როგორც ირკვევა, არსებობს საჩივრები მეტრის 1-ლი ხაზის (იგივე ილეკტრიკო-ΗΣΑΠ) მუშაობასა და სადგურებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელთაც თავად Attiko Metro პასუხობს.

ხელმძღვანელობის განცხადებით, ვირაბის მთელ სიგრძეზე, ასევე სადგურებში, დამონტაჟებულია და ფუნქციონირებს ხანძარსაწინააღმდეგო ქსელი, რომელიც აღჭურვილია სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, ასევე დამონტაჟებულია და მუშაობს ავტომატური ვენტილაციის სისტემები, საკმარისი განათებაა მიწისქვეშა მონაკვეთის გასწვრივ.

მიწისქვეშა გვირაბში დამონტაჟებულია და ფუნქციონირებს ავტონომიური სავენტილაციო სისტემები, ხოლო მეტროს მე-2 და მე-3 ხაზებთან შეერთების ადგილებში სისტემის მუშაობა შემდგომი გამაგრების ფაზაშია.

სადგურ ომონიაზე დამონტაჟებულია ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემა. სავენტილაციო სისტემა ფუნქციონირებს და ადეკვატურია კვამლის მოსაშორებლად, საჭიროების შემთხვევაში. რაც შეეხება კონდიცირების სისტემას, გადის ტექნიკური შემოწმებას და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რათა მზად იყოს ზაფხულამდე.

გარდა ამისა, 2023 წლის განმავლობაში მოსალოდნელია კიდევ 80 თანამშრომლის მომზადება, მათ შორის: მატარებლის მემანქანეების გადამზადება სამსახურეობივი მოვალეობის შესრილების დროს საჭირო უსაფრთხოების საკითხებში.

Attiko Metro-ს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მგზავრებს არ აქვთ ნერვიულობის მიზეზი და საცულია უსაფრთხოების ყველა ზომა.

onalem

ტესტ