fbpx
საბერძნეთი

თავდასხმა ათენის აეროპორტთან: ტაქსისტმა საკუთარ მგზავრს 35 ევრო ძალით წაართვა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ათენის აეროპორტთან ახლოს მოხდა. 64 წლის ქალბატონი აეროპორტიდან გამოვიდა და ტაქსი აიყვანა, რათა დანიშნულების ადგილამდე მისულიყო.

ირკვევა, რომ რეალურად მას თავისი მანქანაც ჰყავდა და ტაქსის მძღოლს სწორედ იმ ადგილამდე მიყვანა სთხოვა. მანქანა აეროპორტთან ძალიან ახლოს, 5 წუთის სავალზე იდგა, თუმცა, როდესაც მამაკაცმა ქალი იქამდე მიიყვანა, 35 ევრო მოსთხოვა.

არსებული ცნობებით, ტაქსომეტრზე 6 ევრო ეწერა, მძღოლი კი დაჟინებით ითხოვდა 35 ევროს, ქალის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის ფიზიკურად დაესხა თავს და თანხა, ფაქტობრივად, ძალით წაართვა.

64 წლის ქალბატონი დაუყოვნებლივ მივიდა პოლიციაში და საჩივარი შეიტანა, მან ტაქსის სანომრე ნიშანიც დაასახელა და მძღოლი ამ დროისთვის იძებნება.

onalem

ტესტ