fbpx
ჯანმრთელობა

“ვაქცინის მე-3 დოზას ბოლოს მაინც ყველა გავიკეთებთ” – პროფესორი თეოდორა ფსალტოპულუ

ეპიდემიოლოგიის პროფესორმა, თეოდორა ფსალტოპულუმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანების 95%-ს, რომელიც ყოველდღიურად კორონავირუსით იღუპება, ვაქცინის 1 დოზაც კი არ აქვს მიღებული.

“ადამიანებს, რომელთაც აქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, ექმურებათ დიდი საფრთხე, რადგან თუ დაინფიცირდებიან, დიდი შანსია, რომ რეანიმაციაში მოხვდნენ და ასევე დიდი შანსია, რომ ისინი კორონავირუსმა დაამარცხოს. 

მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია მიიღოთ კორონავირუსის ვაქცინის მე-3 დოზა და გრიპის ვაქცინა ერთად. ერთსა და იმავე დღესაც კი, თუ ასე გსურთ. ხალხს, რომლებიც ასაკში არიან, რომლებსაც აქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი, მესამე დოზა მნიშვნელოვნად დაიცავს. 

ისინი კი, ვისაც მიღებული აქვთ ორივე დოზა და ვირუსი გადაიტანეს, ექსპერტთა თქმით, მესამე დოზას არ საჭიროებენ. მოდით, გავიდეს 6 თვე ვირუსის გადატანიდან და შემდეგ ვნახოთ, რამდენად აუცილებელი იქნება მისი გაკეთება, ანტისხეულების რაოდენობიდან გამომდინარე. 

მიუხედავად ყველაფრისა, ვინაიდან თვეების მანძილზე ანტისხეულები სუსტდება, მე-3 დოზას ბოლოს მაინც ყველა გავიკეთებთ,” აცხადებს ფსალტოპულუ.

 

onalem

ტესტ