fbpx
ჯანმრთელობა

კვლავ ციოდრასი პირდაპირ ეთერში – იხილეთ რა მონაცემები გამოაცხადა პროფესორმა

დღეს სამშაბათია და ტრადიციულად, ჯანდაცვის სამინისტროდან სოტირის ციოდრასი ახალ მონაცემებს პირდაპირ ეთერში გვაწვდის.

პროფესორის თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 18-ს უდრის, აქედან 10 ნეა სმირნის ბოშათა ბანაკში ფიქსირდება.

საბერძნეთში კორონავირუსს საერთო ჯამში 152 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სულ ინფიცირების 2.744 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულთა რიცხვი მხოლოდ 32-ს უდრის, ათობით პაციენტი კი ექიმებმა სიკვდილს ხელებიდან გამოგლიჯეს და აბსოლუტურად გამოაჯანმრთელეს.

 

onalem

ტესტ