fbpx
საბერძნეთი

ათენის წინადადება: ფრენები 15 ივნისიდან, ტესტი 72 საათით ადრე და ნიღაბი ბორტზე

ათენმა ევროკავშირს სამგვერდიანი ოფიციალური ნოტა გაუგზავნა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენას ეხება. წარმოდგენილია პროტოკოლის წესები, რომლებიც ტურისტული სეზონის გახსნას ახლდება თან და საბერძნეთს სურს, რომ საჰაერო მიმოსვლა ოფიციალურად 15 ივნისიდან დაიწყოს.

კერძოდ, ნოტაში აღნიშნულია:

  • თითოეულმა ტურისტმა კორონავირუსზე ტესტი უნდა გაიკეთოს გამომგზავრებამდე 72 საათით ადრე და წარმოადგინოს უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი. ტესტის პასუხების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახითაც.
  • საბერძნეთი ყველა ტურისტს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ქვეყანაში არსებული პროტოკოლის შესახებ.
  • თვითმფრინავში არ იქნება გაუქმებული ადგილები. გაიყიდება ყველა ბილეთი და რეისები შესრულდება სავსე თვითმფრინავებით.
  • ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება როგორც ეკიპაჟის წევრების ასევე მგზავრებისთვისაც.
  • მომსახურებაში არ შევა არანაირი სასმელი და საკვები.
  • იმ შემთხვევაში თუკი ტურისტს კორონავირუსი საბერძნეთში გამოუვლინდება, ის უნდა დარჩეს კარანტინში ამავე ქვეყანაში და მას აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას.
  • ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს მკაცრი კონტროლი სასტუმროებში, კაფე-ბარებში, ტავერნებში, მუზეუმებში, პროტოკოლის და ჰიგიენის ნორმების დაცვის თვალსაზრისით.
  • მასპინძელი ქვეყანა ტურისტებს უზრუნველყოფს ტესტის ჩატარების საშუალებით და ყველა ტურისტულ რეგიონებში იქნება ჯანმრთელობის ცენტრი. მათ ასევე საშუალება ექნებათ დახმარება ითხოვონ ევროკავშირისგან.
  • ტურისტს არ ელის საფრთხე, რომ საბერძნეთში ჩარჩება და კარანტინში მოათავსებენ. ისინი გაბედულად უნდა ჩამოვიდნენ საბერძნეთში, რადგან უკან დაბრუნების შეფერხება არ იქნება. (ცხადია აქ არ იგულისხმება კორონავირუსის დადასტურების შემთხვევა. ასეთ სიტუაციაში ტურისტმა უნდა გაითვალისწინოს ადგილობრივი პროტოკოლი და დარჩეს თვითიზოლაციაში).

 

onalem

ტესტ