fbpx
საბერძნეთი

განგაში საბერძნეთში: დღეიდან ძალაში შედის ახალი ზომები – რა ელოდება ატიკის რეგიონს?!

გუშინ საბერძნეთში კორონავირუსით დაავადების ახალ შემთხვევათა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა, კონკრეტულად კი აღირიცხა 372 შემთხვევა. ეს არის საკმაოდ საგანგაშო რიცხვი, რადგან დაფიქსირდა რეკორდი მთელი ნახევარი წლის მონაცემებთან შედარებით.

ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები საბერძნეთის 24 რეგიონშია გამოვლენილი, რომელთაგან ატიკა კვლავ პირველ ადგილს იკავებს, 133 ინფიცირებულით, შემდეგ მოდის პელა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა უკვე გასცა ბრძანება, რომ საავადმყოფოები მაქსიმალურ მზადყოფნაში იყოს პელას, პიერიას, იმათიასა და კილკის ტერიტორიებზე.

ასევე, დღეიდან, 11 სექტემბრიდან, ნიკოს ხარდალიასის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე ძალაში შედის და მოქმედებაში იქნება მომდევნო 14 დღე, შემდეგი ზომები:

  • ყველა კაფე-ბარი, რესტორანი, ტავერნა და მსგავსი დაწესებულებები უნდა დაიკეტოს ღამის 12 საათზე.
  • აკრძალულია ყველა სახის ღონისძიება, სადაც მოსალოდნელია თავყრილობა.
  • პირბადის ტარება სავალდებულოა ყველგან! (დახურულ და ღია სივრცეებში).
  • აკრძალულია 9-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება.

არსებული ცნობებით, მთავრობა განიხილავს საკითხს, რომ პირბადის ტარების ვალდებულება დაწესდეს ატიკის რეგიონშიც, დახურულ და ღია სივრცეებში, ვინაიდან ამ ეტაპისთვის სახელდება, როგორც “წითელი ზონა”.

დამატებითი ცნობები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ