fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთში ინფიცირებულთა რიცხვმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია – ახალი რეკორდი დღეს!

დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი ფიქსირდება, რაც კი ქვეყანას ბოლო ნახევარი წლის მანძილზე ჰქონია. გამოვლინდა 372 ინფიცირებული და გარდაიცვალა 4 ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი უმეტესობა დაავადებულია უკვე ცნობილი წყაროებიდან, რაც ერთგვარად დამამშვიდებელი გარემოებაა.

ირკვევა, რომ მხოლოდ 21 ინფიცირებული გამოვლინდა ქვეყნის საზღვრებზე შემოწმებისას, 133 ატიკის რეგიონში, 18 თესალონიკში, 70 პელაში, სადაც ვირუსი დაუდგინდათ კვების მრეწველობის სფეროში მომუშავე თანამშრომლებს.

დანარჩენი შემთხვევები ნაწილდება თითქმის მთელ საბერძნეთზე, მცირე რაოდენობით.

მართვით სუნთქვაზე მყოფთა რიცხვი გაიზარდა 49-მდე.

onalem

ტესტ