fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 28 ოქტომბერს, სუპერმარკეტები დაკეტილი იქნება – რომელი დაწესებულებები იმუშავებს?!

ხვალ, 28 ოქტომბერს, “ოხის” დღის აღნიშვნის ფარგლებში გარკვეული დაწესებულებები დაკეტილი იქნება. ზოგიერთი სექტორისთვის ეს ოფიციალურად დასვენების დღეა, ზოგიერთისთვის კი არა, თუმცა, ვინაიდან ისედაც შაბათი დღე უწევს, დაწესებულებათა უმეტესობა მაინც დაკეტილია.

ვნახოთ, როგორ იმუშავებენ სუპერმარკეტები და სურსათის მაღაზიები.

28 ოქტომბერს საბერძნეთში სუპერმარკეტები დაკეტილი იქნება, რადგან თანამშრომლებისთვის ეს ოფიციალურად დასვენების დღეა. ვინაიდან შემდეგ კვირა დღე მოსდევს, ისინი მუშაობას განაახლებენ ორშაბათს, 30 ოქტომბერს.

დაკეტილი იქნება ასევე კომერციული მაღაზიები, სილამაზის სალონები და თავის მოვლის სხვა დაწესებულებები.

ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ მინი-მარკეტები, საცხობები, სარესტორნო სფეროს დაწესებულებები: კაფეები, ბარები, რესტორნები და ა.შ.

დასაქმებულებმა უნდა იცოდნენ, თუ რა რაოდენობის თანხა ეკუთვნით, გარდა ჩვეულებრივი ხელფასისა, თუკი ხვალ იმუშავებენ.

მოქმედი კანონმდებლობით, თანამშრომლებს, რომლებიც იმუშავებენ 28 ოქტომბერს, ეკუთვნით დამატებით დღიური ხელფასის 75%, თუ მუშაობენ დღიურ ანაზღაურებაზე, ხოლო ისინი, ვინც ხელფასს იღებენ თვიურად, მიიღებენ საათობრივად გამოანგარიშებული ანაზღაურების შესაბამის თანხას დამატებული 75%.

ოფიციალური შვებულების დღის გამოწერა 28 ოქტომბერს დაუშვებელია. უკვე შვებულებაში მყოფი თანამშრომლები აიღებენ ჩვეულებრივ, იმ თანხას, რაც მათთვის ოფიციალურად არის გამოთვლილი, 28 ოქტომბერი არ ჩაითვლება როგორც სამუშაო დღე მათთვის.

onalem

ტესტ