fbpx
საბერძნეთი

უფასო დასვენება საბერძნეთში – სისტემა განაცხადების გასაკეთებლად იხსნება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მთავრობისგან უფასო დასვენების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სისტემა დღეიდან, 15 ივნისიდან იხსნება. ამრიგად, დღეიდან შესაძლებელი იქნება, რომ განაცხადები გავაკეთოთ და დასვენების კუთვნილი პაკეტი მივიღოთ, რომელიც მოიცავს კუნძულზე ყოფნის დაფინანსებას.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს პერიოდს, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით და წელს მისი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროთია გაზრდილი, 2021-2022 წლებში 30 მილიონი იყო, ახლა კი, 2022-2023 წლისთვის 35 მილიონს უდრის.

განაცხადების გაკეთება შესაძლებელი იქნება 23 ივნისის ჩათვლით, 14:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://www.gov.gr/ipiresies/ergasia-kai-asphalise/apozemioseis-kai-parokhes/koinonikos-tourismos

რამდენიმე კუნძულზე, მათ შორის: ლეროს, ლესვოს, ხიოს, კოს და ასევე ევროს ტერიტორიაზე, მთავრობა 10 დღიან სრულიად უფასო დასვენებას გთავაზობთ.

ინფორმაციისთვის, თუ რამდენად აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს და მიიღება თუ არა თქვენი განაცხადი მთავრობის მიერ, დაუკავშირდით პირად ბუღალტერს, რომელიც გადახედავს თქვენს ზუსტ მდგომარეობას და დაგეხმარებათ განაცხადის გაკეთებაშიც.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც უმუშევრებს, ასევე დასაქმებულებს.

onalem

ტესტ