fbpx
საზოგადოება

ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც პაგრატზე აივნიდან გადმოვარდა – ოჯახი ნაქსოზე მიემგზავრებოდა

ბერძნული მედია ავრცელებს ახალგაზრდა ქალის ფოტოს, რომელიც პაგრატზე ტრაგიკულად დაიღუპა. 36 წლის ქალი, სანამ მე-3 სართულიდან გადმოვარდებოდა, საკუთარ შვილებთან და ნათესავ ქალბატონთან ერთად მანქანაში იჯდა და კუნძულისკენ ჰქონდათ გეზი აღებული. სამწუხაროდ, სწორედ მაშინ გაახსენდა, რომ სახლში ერთი ჩანთა დარჩა და უკან აბრუნდა.

როგორც ირკვევა, ქალმა სახლის კარის გაღება ვერ შეძლო და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ჩქარობდა, მეზობელს დაუკაკუნა და სთხოვა, რომ მისი აივნიდან გადასვლის საშუალება მიეცა. არსებული ინფორმაციით, მას მსგავსი რამ აქამდეც გაუკეთებია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მცდელობისას ფეხი დაუცდა და 15 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.

ოჯახს მზად ჰქონდა ჩემოდნები და კუნძულ ნაქსოზე უნდა გამგზავრებულიყვნენ, სადაც ქალის მეუღლე იმყოფებოდა. მათი შვილები 2 და 5 წლისები არიან.

onalem

ტესტ