fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ნახევარსაუკუნოვანი კარიერა – ანა ვისი თაყვანისმცემლებს მადლობას უხდის 50 წლის მანძილზე გვერდში დგომისთვის

ცნობილი ბერძენი მომღერალი, ანა ვისი, საკუთარი კარიერის, არც მეტი, არც ნაკლები, 50 წელს ზეიმობს. მომღერალი სოციალური ქსელის საშუალებით აქვეყნებს პოსტს, რომელშიც მადლობას უხდის თავის ყველა თაყვანისმცემელსა და გულშემატკივარს, რომ ნახევარი საუკუნის მანძილზე მის გვერდით იყვნენ.

“ჩემო ძვირფასებო, აქ ვტოვებ ჩემი 50 წლიანი კარიერის ლოგოს, რომელსაც წელს აღვნიშნავ დიდი სიხარულითა და ამავე დროს, ემოციებით. გმადლობთ, რომ ჩემს გვერდით იყავით თავიდანვე, ზოგი უფრო მოგვიანებით, ზოგი კი, კიდევ უფრო მოგვიანებით, მაგრამ ყველა დღემდე ჩემ გვერდით ხართ! ვიმედოვნებ, რომ კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვიქნებით ერთად, ვინაიდან მუსიკა იყო და იქნება ჩემი არსებობის მიზეზი!” წერს მომღერალი.

იხილეთ ვიდეო:

 

Δείτε αυτή τη δημοσίευση στο Instagram.

 

Η δημοσίευση κοινοποιήθηκε από το χρήστη Anna Vissi (@annavissiofficial)

როგორც პოსტშია აღნიშნული, ვისი კონცერტებს გამართავს 10 და 12 ივლისს, ათენსა და თესალონიკში, ხოლო კვიპროსს ეწვევა 30 სექტემბერს. პირველ ორ კონცერტზე სპეციალური სტუმარი ნიკოს კარველა იქნება.

onalem

ტესტ