fbpx
საზოგადოება

ბერძენმა მამაკაცმა შემთხვევით თავისი 2 წლის გოგონა იმსხვერპლა – ტრაგედია ხალკიდიკიში

უმძიმესი შემთხვევა გუშინ, 13:20 საათზე მოხდა. 38 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელიც პროფესიით ზეინკალია, საკუთარი სამუშაო მანქანით, შემთხვევით, 2 წლის შვილს დაეჯახა და ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის სამსახურში მიდიოდა და როდესაც მანქანაში ჩაჯდა, ცხადია, არ მოელოდა, რომ უკან თავისი გოგონა იქნებოდა. შესაბამისად, დაძრა და ბავშვს გადაუარა. როგორც ირკვევა, 2 წლის გოგონა დედის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა და გარეთ, ეზოში გამოვიდა, სადაც მანქანა იდგა.

მშობლებმა ის მაშინვე გადაიყვანეს ჯანმრთელობის ცენტრში, თუმცა, ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალება დაადასტურეს.

მამაკაცი შოკურ მდგომარეობაშია და ვერ აცნობიერებს, თუ როგორ მოხვდა ბავშვი მანქანის უკან. რაც შეეხება დედას, ის თავის გარადცვლილ შვილს ხელს არ უშვებდა და სასტიკ უარს აცხადებდა, სახლში მის გარეშე დაბრუნებაზე.

2 წლის გოგონას ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა დღეს ჩაუტარდება. მეზობლები ოჯახს საუკეთესოდ ახასიათებენ.

შემთხვევა ხალკიდიკის სოფელ პალიურიში მოხდა.

იხილეთ 3:05 წუთიდან:

onalem

ტესტ