fbpx
საზოგადოება

“ოთხი წელი დენის გარეშე ვცხოვრობ, გაზს კარადაში ვდგამდი და ტანსაცმელს ვაშრობდი” – მელისიაში გაჩენილი ხანძრის შესახებ

მელისიაში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, სერიოზული საფრხე ემუქრებოდა 18 თვის ჩვილს, რომელიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან ვერ გამოჰყავდათ. გამოძიების შედეგად დადგინდა, თუ რატომ გაჩნდა ხანძარი ბინაში და რა პირობებში ცხოვრობს ოჯახი.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მცირე ზომის გაზიდან გაჩნდა, რომელზეც ჩვეულებრივ ყავას ადუღებენ. პატარა ბალონი მოთავსებული ჰქონდათ კარადაში და ტანსაცმელს ასე აშრობდნენ, კარს კი ღიას ტოვებდნენ. სწორედ ეს გახდა ხანძრის გაჩენის და შემდეგ ცეცხლის სწრაფად გავრცელების მიზეზი.

მამაკაცი ამბობს, რომ ოთხი წელია, რაც დენის გარეშე ცხოვრობენ და პარალელურად გულზე სერიოზული პრობლემები აქვს. ოჯახს არ აქვს არც გათბობა.

როგორც ირკევვა, სახლში ყველაფერი განადგურებულია.

onalem

ტესტ