fbpx
საზოგადოება

53 წლის დამლაგებელმა ქალმა ოჯახიდან 1.200 ევრო მოიპარა – ის პოლიციამ ფაქტზე დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ვოლოსში, ერთ-ერთ ოჯახში მოხდა. 59 წლის მამაკაცს საკუთარ სახლში დასაქმებული ჰყავდა 53 წლის ბერძენი ქალაბტონი, რომელიც სახლის საქმეებში ეხმარებოდა და ყოველდღიურად ულაგებდა.

როგორც ირკვევა, მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა ქალი ამ სახლში მუშაობდა, საერთო ჯამში 1.200 ევრო დაიკარგა. პატრონი ვერ აცნობიერებდა, თუ როდის დაიწყო ფულმა გაქრობა, თუმცა, როცა დანაკარგი იგრძნო, პოლიციის განყოფილებაში წავიდა.

ოფიცრებმა მას ურჩიეს, რომ ფული მოენიშნათ და იმ ადგილას დაედო, სადაც ჩვეულებრივ თანხას ინახავდა. მამაკაცმა 350 ევრო დადო და მოგვიანებით ნახა, რომ მის დამლაგებელს უკვე მოპარული ჰქონდა. პოლიციამ ის ფაქტზე დააკავა, აღნიშნული თანხა აღმოუჩინეს და პატრონს დაუბრუნეს.

53 წლის ბერძენი ვოლოსის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მას მრავალჯერადი ქურდობა ედება ბრალად.

onalem

ტესტ