fbpx
საზოგადოება

ათენი: როგორ გადაარჩინა 16 თვის ქართველი ბიჭი კვიპროსელმა პოლიციელმა სიკვდილს

პოლიციელი მარიოს არისტიდუ ათენში მხოლოდ შვებულების დღეების გასატარებლად იმყოფებოდა. გასულ ოთხშაბათს მან კატო პატისიის ტერიტორიაზე სიკვდილისგან იხსნა 16 თვის ალექსანდრე, რომელიც ძუძუთი კვების დროს უგონო მდგომარეობაში ჩავარდა. ბავშვს ამ დროს ენა ეყლაპებოდა… არისტიდუმ ბიჭის სიცოცხლე იხსნა.

თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიციელმა, რომელიც ამავე დროს პირველადი დახმარების ინსტუქტორიც არის, ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. ის ნიქოზიის პოლიციის დეპარტამენტში მსახურობს.

2002 წელს ლიმასოლში მან 2 წლის გოგონა სიკვდილისგან იხსნა, ხოლო 2006 წელს მან მდინარეში ჩაყვინთა და წყვილს დაეხმარა, რომლის მანქანაც შიგ იყო ჩავარდინილი.

ის 41 წლის არის და ორი გოგონას მამაა.

იხილეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/100012898308539/videos/567885630318042/

onalem

ტესტ