fbpx
საზოგადოება

ელენი ტოპალუდის მამამ შვილის მკვლელების მშობლებს ხელი ჩამოართვა

იანის ტოპალუდიმ ისეთი სულგრძელობა და გულისხმიერება გამოიჩინა, როგორსაც არავინ ელოდა… თავად დაკავებულების მშობლებიც კი… როგორც როდოსზე სასტიკად მოკლული ელენი ტოპალუდის მამა ამბობს, ის შვილის მკვლელების მშობლებთან მივიდა და მათ ხელი გაუწოდა:

“მე მათთან პირველი მივედი და ხელი გავუწოდე. ყველა მშობლები ვართ… ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა, ჩემი შვილი ცოცხალი ყოფილიყო და არც ამ მდგომარეობაში ვყოფილიყავით. 

ყველაზე რთული მომენტი იყო იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც ჩემს ელენის ეს გაუკეთეს. არსებობს ტყუილები და ცილისწამება, რომ ელენი დათანხმდა მათთან ეროტიულ კავშირზე. მაშინ რატომ მოკლეს ის ამ გზით? რატომ აწამეს და რატომ გადააგდეს ზღვაში?!”

შეგახსენებთ, რომ დაკავებულია 21 წლის ბერძენი და 20 წლის ალბანელი, რომლებმაც ტოპალუდი გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს. მათ ბრალად სხვა გოგონას გაუპატიურებაც ედებათ, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.

სასამართლო პროცესი 28 იანვარს აღდგება.

onalem

ტესტ