fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში მდგომარეობა უარესდება – ციოდრასი ხარდალიასთან ერთად ბრუნდება

მთავრობის სპიკერის, სტელიოს პეცასის განცხადებით, საბერძნეთში მდგომარეობის გაუარესების გამო, საგანგებო გამოსვლები ბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, საღამოს 18:00 საათზე, ნიკოს ხარდალიასსა და სოტირის ციოდრასს ჩვეულ ამპლუაში ვიხილავთ.

პეცასმა აღნიშნა ისიც, რომ ხარდალიასთან ერთად პირდაპირ ეთერში ჩაერთვება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვასილის კოდოზომანისიც და ვინაიდან პროფესორი ციოდრასი ამ კვირაში დაკავებულია, მას ინფექციური დაავადებების სპეციალისტთა კომიტეტის წევრი, გიგას მაიორკინისი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 აგვისტოს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 284 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვალება დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ხარდალიასი და ციოდრასი, სხვა სპეციალისტებთან ერთად საზოგადოებასთან ხშირ კომუნიკაციაზე გამოდიან, ვინაიდან სიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილურდება და საჭიროა კონკრეტული მითითებების გაცემა.

onalem

ტესტ