fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში – გემზე აფეთქების შედეგად 30 წლის მეზღვაური, ფაქტობრივად, ცოცხლად დაიწვა

სამწუხაროდ, დამწვრობები, რომლებიც 30 წლის მეზღვაურმა მიიღო, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ, გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლიოში, სადგურში მდგომ გემზე, Blue Horizon, აფეთქება დღეს დილით, დაახლოებით 09:30 საათზე მოხდა. საერთო ჯამში დაშავდა 4 მეზღვაური, რომელთაგან სამმა (27, 34 და 45 წლის) მსუბუქი დამწვრობები მიიღო, ხოლო მეოთხე, 30 წლის, აფეთქების ადგილთან ყველაზე ახლოს იდგა, რის შედეგადაც, სხეულის უმეტესი ნაწილი დაეწვა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

რაც შეეხება გემს, ადგილზე არ აღინიშნება სერიოზული ზარალი და ხვალ ხომალდი ჩვეულ რეჟიმში შეასრულებს რეისს, პირეოსის მიმართულებით.

 

onalem

ტესტ