fbpx
საზოგადოება

“მთელი საბერძნეთი იწვის, თქვენ კი, თქვენს სტიქიებში ხართ” – დესპინა ვანდის და ვასილის ბისბიკის დასვენების გამო აკრიტიკებენ

მაშინ, როცა საბერძნეთის რეგიონები იწვის, ხალხი კი, ცეცხლს გაურბის თავის გადასარჩენად, ცნობილი ბერძნები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ კადრებს, თუ როგორ ისვენებენ სხვადასხვა კუნძულებზე მდიდრულ სასტუმროებში.

მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, ისინი უშუალო კავშირში არ არიან მიმდინარე კატასტროფასთან, საზოგადოების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურეს. ხალხის აზრით, არ უნდა ისვენებდნენ უდარდელად, როცა საბერძნეთი იწვის და არ უნდა დებდნენ მსგავს ფოტოებს. სწორედ ასეთი გაკიცხვის მსხვერპლი გახდნენ დესპინა ვანდი და ვასილის ბისბიკი, რომლებიც შვებულებით ტკბებიან.

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ცნობილმა პირებმა განსაკუთრებული მგრძნობიარობა უნდა გამოიჩინონ ასეთი შემთხვევებისას და გამოხატონ სოლიდარობა მეხანძრეებისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დიდი ზარალი განიცადეს.

onalem

ტესტ