fbpx
კრიმინალი

ათენის ცენტრში ინტერპოლით ძებნილი ქალი და მამაკაცი დააკავეს – როგორ ძარცვავდნენ ისინი ხალხს?!

Protothema.gr-ის ინფორმაციით, ათენის ცენტრში დააკავეს ქალი და მამაკაცი, რომელიც ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი. ირკვევა, რომ წყვილის დაკავება წლების მანძილზე ვერ ხერხდებოდა, თუმცა, საბოლოოდ მათ კრიმინალურ საქმიანობას ათენის პოლიციის დეპარტამენტმა მოუღო ბოლო.

როგორ ძარცვავდა წყვილი ხალხს?!

მათი მთავარი იარაღი იყო ძალიან ძვირადღირებული სამოსი, რომელსაც იცვამდნენ და შემდეგ სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში მიდიოდნენ, მაგალითად სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში და ხალხს საფულეებს აცლიდნენ. თავდაპირველად ადგილს კარგად სწავლობდნენ და შემდეგ უკვე მოხერხებულად ანაღდებდნენ თანხებს ბარათებიდანაც კი.

მათი მოქმედებები იმდენად ორგანიზებული და “პროფესიონალური” იყო, რომ ასე ჩაცმული ადამიანებისგან არავინ მოელოდა დანაშაულს, ამიტომ შეუძლებელი იყო ადგილზე შემჩნევა.

ირკვევა, რომ წყვილი ბულგარეთიდან არის და ხალხს ძარცვავდა ავსტრიაში, თავად ბულგარეთში, საბერძნეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. სწორედ ამიტომ იყო ინტერპოლით ძებნილი.

საბერძნეთის პოლიციამ მათი გადაადგილება დააფიქსირა მარუსში, გლიფადასა და ვულაში და საბოლოოდ სპეცოპერაციის შედეგად, ათენის ცენტრში დააკავეს.

 

onalem

ტესტ