fbpx
საზოგადოება

წარმოუდგენელი ინციდენტი: 4 წლის ბავშვი დედის თვალწინ ტალღებმა გაიტაცა და მისი გადარჩენა მხოლოდ გემით მოხერხდა

ანტირიოს სანაპიროზე დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა. მცირეწლოვანი გოგონა ნაპირიდან მინიმუმ 500 მეტრში სრულიად მარტო აღმოჩნდა და მისი შველა იქ მყოფებიდან ვერავინ შეძლო.

როგორც ირკვევა, 4 წლის ბავშვი პლაჟზე დედასთან ერთად მივიდა და ზღვაში შესვლიდან რამდენიმე წამში ტალღებმა ისე შორს გაიტაცა, რომ ვერავინ შეძლო დახმარებოდა. მიუხედავად ამისა, დაუყოვნებლივ შეატყობინეს სანაპირო დაცვას და გოგონასთან მიახლოვება მხოლოდ გემის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბავშვი ძალიან შეშინებული იყო და ვერ ლაპარაკობდა. როდესაც გემზე აიყვანეს, ცდილობდნენ გახუმრებოდნენ, რათა მისთვის საშინელი სტრესი მოეხსნათ.

onalem

ტესტ