fbpx
კრიმინალი

დანით თავდასხმა ΚΕΠ-ში რიგში დგომის გამო – დაშავებულია ერთი ადამიანი

გუშინ ლამიას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მამაკაცმა დაცვის თანამშრომელი დანით დაჭრა მხოლოდ იმიტომ, რომ რიგში დგომა არ სურდა.

ირკვევა, რომ ΚΕΠ-ის ოფისის წინ რამდენიმე ადამიანი იცდიდა, ერთ-ერთს კი ურიგოდ სურდა შესვლა და ამ მიზნით წინ წაიწია. როცა დაცვის თანამშრომელმა მას უთხრა, რომ სხვებს ვერ გადაასწრებდა და თავის რიგს უნდა დალოდებოდა, მამაკაცმა თავზე კონტროლი დაკარგა, დანა ამოიღო და თავს დაესხა.

არსებული ცნობებით, დაცვის თანამშრომელს დაზიანება ხელის არეში აქვს მიყენებული, თავდამსხმელი კი, რომელიც ბოშური წარმოშობის არის, ადგილიდან ორ ქალთან ერთად მიიმალა, თუმცა, მანამდე ოფისს ქვები დაუშინეს.

პოლიცია მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.

 

onalem

ტესტ