fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დამატებით 500 ევრო სამსახურიდან ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში, მთავრობის გარდა, დამსაქმებლებიც აქტიურად ცდილობენ, რომ წაახალისონ მოსახლეობა და სტიმული მისცენ მათ ვაქცინის გასაკეთებლად.

ირკვევა, რომ ლამიაში მდებარე კომპანიამ,  COSMOS Aluminium AE, დააწესა 500 ევროიანი ბონუსი საკუთარი თანამშრომლებისთვის, რომლებიც კორონავირუსზე აიცრებიან.

თითოეული დასაქმებული, რომელიც ორივე დოზას გაიკეთებს და ვაქცინაციის პროცესს დაასრულებს, ხელფასთან ერთად დამატებით 500 ევროს მიიღებს. საკმარისია წარმოადგინონ ვაქცინაციის ცნობა.

ამ დროისთვის აღნიშნულ კომპანიაში 180 ადამიანია დასაქმებული. ხელმძღვანელობის განცხადებით, ვაქცინაცია არის საყოველთაო სიკეთე და ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ სტიმული, რომ აცრა გაიკეთონ.

საბერძნეთში მსგავსი ტენდენცია პირველი არ არის, რამდენიმე ხნის წინ კიდევ ერთმა ბერძენმა მამაკაცმა ვერიაში საკუთარი თანამშრომლები 300 ევროთი დაასაჩუქრა, ვაქცინაციის შემდეგ. გარდა ამისა, როგორც უკვე ცნობილია, 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებსაც მთავრობისგან 150 ევროიანი ვაუჩერი გადაეცემათ, პირველი დოზის მიღების შემდეგ, თუ 2021 წელს აიცრებიან.

onalem

ტესტ