fbpx
პოზიტივი

100.000 ევროს და Survivor-ის ტიტულის მფლობელი საკის კაცული გახდა

Survivor 2021 დასრულდა და 100.000 ევროს მფლობელი დამსახურებულად გახდა საკის კაცული – საუკეთესო მოთამაშე, თამაშის მანძილზე მოგების ყველაზე მაღალი რეიტინგით.

საკის კაცულისთან ერთად ფინალში გადავიდა ილიას ბოგდანოც, რომელმაც მას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია თვეების მანძილზე, თუმცა, საბოლოოდ Survivor-ის ტიტული საკის ხვდა წილად.

გუშინ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-მ უკან დაგვაბრუნა და ფაქტობრივად 4 საათში გვაჩვენა თითქმის 7 თვე, რომლის მანძილზეც მოთამაშეები აგიოს დომინიკოზე იმყოფებოდნენ, ურთულეს პირობებში, სიცივეში, სიცხეში, შიმშილში და ამ ყველაფრის პარალელურად, იყო საუკეთესო, სახალისო, დასამახსოვრებელი მომენტები, გამოცდილება, რომელიც მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

onalem

ტესტ