fbpx
პოზიტივი

დააჯილდოვეს გერმანელი ტურისტების წყვილი, რომელიც რეთიმნოში მინიმუმ 50-ჯერ არის ნამყოფი

პოზიტიური ახალი ამბის შესახებ კრეტული მედია იუწყება. როგორც ირკვევა, გერმანელი ცოლ-ქმარი, რომელიც კუნძულ კრეტას 1990 წლიდან ინტენსიურად სტუმრობს, “მეგობრობის” ორდენით დააჯილდოვეს.

ირკვევა, რომ გერმანელები რეთიმნოში მინიმუმ 50-ჯერ არიან ნამყოფები და მათთვის ეს ულამაზესი ქალაქი მთავარი დანიშნულების ადგილია. სწორედ ამიტომ, რეთიმნოს მერმა, გიორგი მარინაკიმ ისინი “მეგობრობის” ორდენით დააჯილდოვა.

როგორც ცნობილია, რეთიმნოში ეს ჯილდო 2007 წლიდან დაწესდა და აძლევენ ტურისტებს, რომლებიც განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან ამ ადგილის მიმართ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელები რეთიმნოში ფრენების აღდგენის პირველივე დღიდან ჩავიდნენ და იქაურობას ოცნების ქალაქს უწოდებენ.

მარინაკისი აცხადებს, რომ ტურისტების ერთგულება პირდაპირ მიუთითებს, თუ რამდენად მაღალია მომსახურების სერვისი და პარალელურად აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს ვიზიტორების უსაფრთხო დასვენებისთვის.

 

onalem

ტესტ