fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კალითეაში ავტობუსის მძღოლი სასტიკად სცემეს

გუშინ გვიან ღამით კალითეაში ავტობუსის მძღოლს სამი პირი დაესხა თავს. ისინი დაახლოებით 20-დან 22 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი N219 ტერმინალზე გაჩერდა, რომელიც კალითეას მატარებლის სადგურთან ახლოს მდებარეობს.

მსხვერპლის კოლეგა ამბობს, რომ მძღოლს ახალგაზრდები უკანა კარის გაღებას სთხოვდნენ, თუმცა, კარი გატეხილი იყო და არ იღებოდა. მძღოლმა მათ მშვიდად აუხსნა, რომ უკანა კარიდან ვერ ჩავიდოდნენ და შეეძლოთ წინა კარი გამოეყენებინათ.

უცნობები მძღოლისკენ წავიდნენ, სასტიკი ცემა დაუწყეს და ავტობუსიდან გადმოაგდეს. ამ ყველაფრის შემდეგ კი გაუჩინარდნენ. მძღოლი, რომელიც მიწაზე ეგდო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

kallitheaonline.gr-ის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა შესაბამის სამსახურს ადრევე შეატყობინა, რომ ავტობუსს პრობლემა ჰქონდა და მის შეცვლას ელოდებოდა.

მძღოლები ჩივიან, რომ თავდასხმათა უმრავლესობა ელექტრო მატარებლისა და მეტროსადგურების მახლობლად, საღამოს საათებში ხდება.

onalem

ტესტ