fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: ბარის მფლობელმა გონება დაკარგა, როცა პოლიციამ კანონდარღვევისთვის დააჯარიმა

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში მიმდინარეობს აქტიური კონტროლი არსებული საგანგაშო მდგომარეობის გამო. მოწმდება სანაპირო ბარები, სხვადასხვა კლუბები და რესტორნები, რათა თავიდან იქნეს არიდებული ხალხით გადატვირთულობა.

როგორც ირკვევა, პიერიაში, პლატამონაში მდებარე ერთ-ერთ სანაპიროზე ოფიცრებმა კანონდარღვევა დააფიქსირეს. ერთი ქოლგის ქვეშ დასაშვებია 2 ადამიანის ყოფნა, იქ კი 4,5 და 6 კი იჯდა.

იმ დროს მომუშავე თანამშრომელმა პოლიციას უთხრა: “რა გავაკეთო?!” და მაშინვე მივიდა ხალხთან ჩივილით: “ხომ გითხარით, არ დამსხდარიყავით ერთი ქოლგის ქვეშ ორ ადამიანზე მეტი!”

ირკვევა, რომ პოლიციამ ამ ბარის მფლობელი დააჯარიმა და როდესაც მან თანხის რაოდენობის შესახებ გაიგო, გონება დაკარგა.

onalem

ტესტ