fbpx
საზოგადოება

“საბერძნეთის ზღვები უსაფრთხო აღარ არის” – ბერძენი პროფესიონალი მეთევზის განცხადება

კუნძულ სამოსიდან პროფესიონალი მეთევზე თევზის ორი სახეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მანოლის მავრიკისმა რამდენიმე დღის სხვაობით ზღვაში დაიჭირა ორი ძალიან საშიში თევზი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს როგორც ეკოსისტემის, ასევე ადამიანისთვისაც.

მეთევზის განმარტებით ორივე სახეობა საბერძნეთში ინდოეთიდან, სუეცის არხის საშუალებით ხვდება. მამაკაცი აცხადებს, რომ გაუმართლა, რომ ძალიან კარგად იცოდა, თუ როგორ მოქცეულიყო იმ დროს, როდესაც თავის ბადეში საშიში თევზები შენიშნა.

პირველი სახეობა არის ლომთევზა – ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობა. ამ თევზს შეუძლია დააჰიპნოზოს ადამიანი რომელიც უყურებს მის ცურვას. შხამიანი ეკლები რომლებიც განთავსებულია მის ხერხემალზე, აუცილებლად მიიპყრობს ყველას ყურადღებას.

ხოლო მეორე არის λαγοκέφαλος, ქართულ შესატყვისად შეგვიძლია გამოვიყენოთ “თევზის კურდღელი”, რომელიც ასევე ძალიან საშიშად სახელდება თევზებს შორის.

ცხადია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი თევზები საბერძნეთის ზღვებში იპოვეს, თუმცა, მეთევზე ამბობს, რომ ეს მისთვის პირველი იყო და როდესაც მან და მისმა მამამ ბადეში შენიშნეს, მაქსიმალურად სიფრთხილით მოეკიდნენ, რათა არც კი შეხებოდნენ.

onalem

ტესტ