fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: როდის ჩაირიცხება ერთჯერადი სოციალური დახმარება?!

როგორც ცნობილია, ალექსის ციპრას მიერ დაწესებულ ერთჯერად სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით შევსებული განაცხადი 644.309-ს ადამიანს დაუკმაყოფილდა. დახმარების სახით სულ გაიცემა 64.902.032,63 ევრო. თუმცა, როდის აიღებენ ეს ადამიანები აღნიშნულ თანხას ხელში?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი, ვინც განაცხადი 2017 წლის 30 ნოემბრამდე შეავსო, თანხას 2017 წლის 22 დეკემბერს, პარასკევს მიიღებენ.

სოციალური დაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, რომლებიც თანხას ბარათებზე იღებენ, დაუკავშირდნენ ბანკს, რომელთანაც თანამშრომლობენ.

შეგახსენებთ, რომ სოციალური დახმარების ელექტრონული პლატფორმა ღია რჩება, ამიტომ დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება ჯერ კიდევ შეუძლიათ.

onalem

ტესტ