fbpx
ეკონომიკა

Market Pass-ის თანხა საბერძნეთში, სავარაუდოდ, 2023 წლის მომდევნო 6 თვისთვისაც დაირიცხება

იმ ინფორმაციის მიხედვით, რასაც საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი ავრცელებს, მთავრობა გეგმავს, რომ სუპერმარკეტებისთვის განკუთვნილი თანხის, იგივე Market Pass-ის ჩარიცხვა განხორციელდეს ივლისის შემდეგაც.

კერძოდ, აღნიშნული ზომა მთავრობამ 2023 წლის დასაწყისში მიიღო და მოიცავდა თებერვლიდან ივლისის ჩათვლით პროდუქტების შესაძენად გარკვეული რაოდენობის თანხის ჩარიცხვას მოსახლეობისთვის. ვინაიდან აღნიშნული თანხები ხალხმა უკვე მიიღო და დახმარების ეს ზომა შეწყდა, პრემიერმა განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილება, რომ თანხები დაირიცხოს 2023 წლის დანარჩენი 6 თვისთვისაც.

გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღების შემთხვევაში გავრცელდება ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენელთა მიერ.

მიცოტაკიმ, მეორეს მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხელფასების გაზრდის აუცილებლობაზე და გაიმეორა, რომ მთავრობის ვალდებულებად მიიჩნევს, საბერძნეთში საშუალო ხელფასი 1,500 ევრომდე გაზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1-ლი აპრილიდან მინიმალური ხელფასი გაიზარდა 780 ევრომდე, თუმცა, მიცოტაკის განცხადებით, მათთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს მცირედი ცვლილებაა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი კერძო თუ საჯარო სექტორის თანამშრომელთათვის, რომელთა ხელფასის ნახევარიც მხოლოდ ქირის საფასურის დაფარვისთვის იხარჯება.

onalem

ტესტ