fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: ვის და რამდენი ევროთი გაეზრდება ხელფასი 1 თებერვლიდან?!

შრომის სამინისტროს მიერ გეგმა უკვე მომზადებულია, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას საბერძნეთის პრემიერი, ალექსის ციპრა მიიღებს. როგორც ცნობილია, 1 თებერვლიდან დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი იზრდება. თუმცა, ვის და რამდენით გაეზრდება იგი?

როგორც “Δημοκρατία” იტყობინება, საბერძნეთში ლეგალურად დასაქმებული პირის მინიმალური ხელფასი 50 ევროთი მაინც გაიზრდება და მინიმუმ 630 ევრო უნდა იყოს.

ნახევარ მილიონამდე (400,000) დასაქმებული თებერვალში საკუთარ ხელფასს გაზრდილი რაოდენობით მიიღებს. კერძოდ კი, ეს ეხება 200,000 ადამიანს, რომელთა ხელფასიც 500-დან 600 ევრომდეა. და კიდევ 200, 000 ადამიანს, რომელთა ანაზღაურებაც დამოკიდებულია მათ სამუშაო გრაფიკზე, ანუ ისინი, ვინც ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ.

საერთო ჯამში, ხელფასი მინიმუმ 50 ევროთი გაეზრდებათ მათ, ვინც 25 წელს ზემოთ არიან, ხოლო 25 წლამდე დასაქმებულ პირებს 120 ევრო მოემატებათ, რათა აღნიშნული მინიმალური მაჩვენებელი 630 ევრომდე ავიდეს.

გადაწყვეტილებას ხელი 15 იანვრის შემდეგ მოეწერება, ხოლო ძალაში თებერვლის 1-ლში შევა.

onalem

ტესტ