fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პილოტმა თვითმფრინავი დასვა და შემდეგ ისევ აფრინდა, რათა ბილიკზე მყოფი ცხოველი არ მოეკლა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ კრეტაზე მოხდა, სადაც ათენიდან რუტინული ფრენა ხორციელდებოდა და ხომალდი ირაკლიოს აეროპორტში უნდა ჩაფრენილიყო. “ნიკოს კაზანძანაკის” სახელობის აეროპორტში ხომალდი ჩვეულებრივად დაეშვა, თუმცა, პილოტმა მალევე ისევ ჰაერში ასწია თვითმფრინავი, რამაც მგზავრებში დაბნეულობა გამოიწვია.

“ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ წუთას მოვახერხეთ, რომ კურდღელი სიკვდილს გადაგვერჩინა,” განაცხადა რამდენიმე წუთში პილოტმა.

როგორც ირკვევა, თვითმფრინავის პილოტმა დაინახა, რომ სპეციალურ ბილიკზე დიდი ზომის კურდღელი იყო და სვლა რომ გაეგრძელებინა, ზედ გადაუვლიდა. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ ცხოველისთვის თვითმფრინავი აერიდებინა და ისევ ჰაერში ასწია. მგზავრები ღელავდნენ, მაგრამ მალევე დამშვიდდნენ, როდესაც გაიგეს, რის გამო აღმოჩნდნენ ისევ ჰაერში.

როგორც მედია იუწყება, თვითმფრინავმა ირაკლიოს კიდევ ერთი წრე დაარტყა და შემდეგ დაეშვა აეროპორტში, თუმცა, სამწუხაროდ, კურდღელი მაინც შეეწირა ბილიკზე მოძრავ ერთ-ერთ მანქანას.

 

onalem

ტესტ