fbpx
ეკონომიკა

დახმარება ქირის გადასახდელად სახელმწიფოსგან 362 ევრომდე 67 წელს გადაცილებულებისთვის!

ΟΠΕΚΑ დახმარების პაკეტის შესახებ იუწყება, რომელიც მოიცავს ქირის გადასახდელად განკუთვნილ თანხას და ეხებათ კონკრეტული ასაკის პირებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ კონკრეტულ კრიტერიუმებს.

კერძოდ, თანხა, 362 ევრომდე, ეკუთვნით 67 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც არ არიან დაზღვეულნი და ქირაობენ საცხოვრებელ ბინას. კრიტერიუმებს შორის კი, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია, არის შემდეგი პუნქტები:

1) პირველ რიგში ასაკი, როგორც უკვე აღვნიშნეთ 67 წელი.
2) შემოსავალი 1 სულის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 4,320 ევროს, ხოლო ცოლ-ქმრის შემთხვევაში 8,640 ევროს.

3) ისინი ან მათი მეუღლეები არ უნდა იღებდნენ პენსიას, გარდა სპეციალური ასაკობრივი შემწეობისა.

4) არ უნდა იყვნენ დასაქმებულები.
5) მათი მეუღლის გარდა, არ უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი მესამე პირის მიერ.
6) თუ უფიქსირდებათ რაიმე სახის საბანკო გადარიცხვები, ჯამური რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 7.000 ევროს, ხოლო ცოლ-ქმრის შემთხვევაში 105,000 ევროს.

7) ბოლო 12 წლის მანძილზე ლეგალურად უნდა ცხოვრობდნენ საბერძნეთში, თუკი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია მიმართოთ ბუღალტერს, რათა ზუსტად გითხრათ, რამდენად აკმაყოფილებთ სრულად კრიტერიუმებს, რათა თანხის მისაღებად განაცხადი გააკეთოთ.

onalem

ტესტ