fbpx
ეკონომიკა

ათენში ბინის ქირა ძვირდება – მთავრობა ლოგიკურ გამოსავალს ეძებს

ალექსის ციპრამ პრობლემის მოსაგვარებლად მინისტრთა კაბინეტი მოიწვია. Airbnb ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა და ათენში პირველი შედეგები უკვე ნათელია. ბინის ქირა საგრძნობლად იმატებს, რადგან უძრავი ქონების მფლობელები სწორედ აღნიშნული ბიზნესით დაკავებას ამჯობინებენ ან საცხოვრებლის ფასს ზრდიან.

მინისტრთა გაბინეტი გამოსავალს ეძებს, რადგან Airbnb-ს ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი გავლენა აქვს, მაგრამ პრობლემა მოსახლეობის ჯიბეა, რომელიც გაზრდილ ფასებს ნამდვილად ვერ სწვდება.

აღნიშნულ საკითხს, მინისტრთა კაბინეტთან ერთად, ფინანსური საბჭო და შრომის სამინისტრო განიხილავს.

ბოლო პერიოდის მანძილზე, უძრავი ქონების მფლობელმა პირებმა საკუთარი ბინების მოკლე ვადით, Airbnb-ის საშუალებით გაქირავება დაიწყეს, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ტურისტების ნაკლები ინტერესია.

ამასთან ერთად, ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც მათ ბინებში ცხოვრობს, სთხოვენ, სახლი დატოვონ, რადგან აღნიშნული მიზნით გაქირავებას აპირებენ, რაც მათ მეტ მოგებას უქადის, ვიდრე ყოველთვიური შემოსავალი.

onalem

ტესტ