fbpx
საბერძნეთი

როდესაც სირიელმა მამაკაცმა იპოვა ძმა, რომელიც დამხრჩვალი ეგონა – სულიშემძვრელი კადრები

კალამატას პორტიდან ვრცელდება კადრები, რომლებმაც არა მხოლოდ საბერძნეთი, არამედ მთელი მსოფლიო მედია მოიცვა. სულისშემძვრელია მომენტი, როდესაც სირიელი მამაკაცი საკუთარ ძმას პოულობს და მიუხედავად იმისა, რომ გისოსები ჰყოფთ, ერთმანეთს ეხუტებიან და ცრემლს ვერ იკავებენ.

მათი ისტორიის შესახებ ბერძნული მედია ჰყვება…

ოჯახის უფროსი ვაჟი გერმანიაში მუშაობს, მეორე, რომელიც საბერძნეთში დაუყოვნებლივ ჩამოვიდა, როდესაც გემის ჩაძირვის შესახებ გაიგო, ჰოლანდიაში რესტორანში მუშაობს, ხოლო უმცროსი, 18 წლის ფარდი, რომელიც სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, იტალიისკენ მიემართებოდა უკეთესი მომავლისთვის, მომავლისთვის, რომლის იმედიც სირიამ არ მისცა…

ბიჭი გადარჩა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ამ დრომდე გაუჩინარებულად ითვლება, მიგრანტები მალაკასას სტრუქტურაში გადაჰყავთ, სადაც დაბინავდებიან და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფენ.

onalem

ტესტ